თურქეთის ყველა აეროპორტში, თავდასხმის საფრთხის გამო უსაფრთხოების პროტოკოლები გამკაცრდა
თურქეთის ყველა აეროპორტში, თავდასხმის საშიშროების გამო, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული და კონტროლი გამკაცრებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ანკარაში, თურქეთის საჰაერო კოსმოსურ მრეწველობაზე (TAI) გუშინდელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, თურქეთმა, მორიგი თავდასხმის მუქარის გამო, უსაფრთხოების დონე გაამკაცრა. უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გაძლიერდა სტამბულისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტში. აეროპორტებში შემავალი მანქანები განსაკუთრებულად მოწმდება. ამასთან, მგზავრებს განსაკუთრებულად გამკაცრებული კონტროლის გავლა
ავტობუსი ხეობაში გადავარდა: დაიღუპა 36 ადამიანი – სად მოხდა საზარელი შემთხვევა
ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს: ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარაკჰანდში ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, ავტობუსში 44 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი 50 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე მგზავრი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შტატის
წვიმა, ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოს მთავრობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. “საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე” – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- “შვილი გარდაეცვალა ემიგრანტ დედას…“ – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე?
- „ძმაკაცი მოუკლეს… მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო…“ – რას ამბობდა თამაზა ძმაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა