თურქეთის ყველა აეროპორტში, თავდასხმის საფრთხის გამო უსაფრთხოების პროტოკოლები გამკაცრდა
თურქეთის ყველა აეროპორტში, თავდასხმის საშიშროების გამო, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული და კონტროლი გამკაცრებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ანკარაში, თურქეთის საჰაერო კოსმოსურ მრეწველობაზე (TAI) გუშინდელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, თურქეთმა, მორიგი თავდასხმის მუქარის გამო, უსაფრთხოების დონე გაამკაცრა. უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გაძლიერდა სტამბულისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტში.
აეროპორტებში შემავალი მანქანები განსაკუთრებულად მოწმდება. ამასთან, მგზავრებს განსაკუთრებულად გამკაცრებული კონტროლის გავლა უწევთ, რა დროსაც მათი ვინაობა დეტალურად მოწმდება.
საბიჰა გოკჩენის აეროპორტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მგზავრებს ეუბნებოდა: “აეროპორტში უსაფრთხოების დამატებითი ზომების გამო, ჩვენ გირჩევთ, რომ ტერმინალში გამგზავრებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე მოხვიდეთ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო შეფერხებები“.
You may also like
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- “შვილი გარდაეცვალა ემიგრანტ დედას…“ – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე?
- „ძმაკაცი მოუკლეს… მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო…“ – რას ამბობდა თამაზა ძმაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა