ავტობუსი ხეობაში გადავარდა: დაიღუპა 36 ადამიანი – სად მოხდა საზარელი შემთხვევა
ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს: ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარაკჰანდში ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.
ოფიციალური პირების თქმით, ავტობუსში 44 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი 50 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდა.
ინციდენტის შედეგად რამდენიმე მგზავრი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შტატის მთავრობამ მომხდარზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან კომპენსაციის სახით დაღუპულთა ოჯახებისთვის 200,000 რუპიის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო დაშავებულებისთვის – 50,000 რუპიის.
ავტობუსები ინდოეთში პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა, განსაკუთრებით პატარა ქალაქებსა და რაიონებს შორის გადაადგილებისას. ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევები უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო არც თუ ისე იშვიათია.
You may also like
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- “შვილი გარდაეცვალა ემიგრანტ დედას…“ – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე?
- „ძმაკაცი მოუკლეს… მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო…“ – რას ამბობდა თამაზა ძმაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა