ამინდი იმდენად უარესდება, რომ ახლა წარმოსადგენადაც კი ძნელია: 5-6-ბალიანი შტორმი, თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – როდიდან იქნება მკვეთრი ცვლილება?
24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი.
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).
You may also like
- ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
- “სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ”- ნოე სულაბერიძე მიმართვას ავრცელებს
- ამინდი იმდენად უარესდება, რომ ახლა წარმოსადგენადაც კი ძნელია: 5-6-ბალიანი შტორმი, თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – როდიდან იქნება მკვეთრი ცვლილება?
- პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება – გაფრთხილება მძღოლებს
- “საშინელი ტრაგედია დატრიალდა თიკა ფაცაციას ოჯახში, 3 შვილი და 24 წლიანი ქორწინება…”- ამას ვერავინ წარმოიდგენდა