“საშინელი ტრაგედია დატრიალდა თიკა ფაცაციას ოჯახში, 3 შვილი და 24 წლიანი ქორწინება…”- ამას ვერავინ წარმოიდგენდა
თიკა ფაცაცია ბევრისთვის ცნობილი ტელესახეა, საყვარელი მომღერალი და მოდელია. 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა და
ამჟამად თიკა დაოჯახებულია. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ.
3 წლის იყო თიკა ფაცაცია, როცა ტრაგედია მის ოჯახში დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფაცაციას დედა იხსენებს, შემთხვევა ერთ-ერთ პიონერთა ბანაკში მოხდა, სადაც ბავშვები ხელმძღვანელთან ერთად ისვენებდნენ. ”ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო.” – ამბობს თიკა ფაცაციას დედა.
თიკა ფაცაციამ ორჯერ სცადა ევროვიზიაზე გასვლა, 2008-2009 წლებში თუმცა სამწუხაროდ არ გაუმართლა. პირველ ჯერზე არჩევანი დიანა ღურწკაიაზე შეაჩერეს, მეორედ კი სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.
You may also like
- ამინდი იმდენად უარესდება, რომ ახლა წარმოსადგენადაც კი ძნელია: 5-6-ბალიანი შტორმი, თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – როდიდან იქნება მკვეთრი ცვლილება?
- პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება – გაფრთხილება მძღოლებს
- “საშინელი ტრაგედია დატრიალდა თიკა ფაცაციას ოჯახში, 3 შვილი და 24 წლიანი ქორწინება…”- ამას ვერავინ წარმოიდგენდა
- “არასდროს შემრცხვება ჩემთვის მშობლიური ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რომელიმე სატელევიზიო პროდუქტის” – ნოე სულაბერიძე მიმართვას ავრცელებს
- 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები