19 ნოემბრიდან, ამ მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება
დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.“დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 – დან N14 – მდე საგზაო მონაკვეთში.
აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ -აღნიშნულია განცხადებაში.
You may also like
- ამინდი იმდენად უარესდება, რომ ახლა წარმოსადგენადაც კი ძნელია: 5-6-ბალიანი შტორმი, თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – როდიდან იქნება მკვეთრი ცვლილება?
- პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება – გაფრთხილება მძღოლებს
- “საშინელი ტრაგედია დატრიალდა თიკა ფაცაციას ოჯახში, 3 შვილი და 24 წლიანი ქორწინება…”- ამას ვერავინ წარმოიდგენდა
- “არასდროს შემრცხვება ჩემთვის მშობლიური ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რომელიმე სატელევიზიო პროდუქტის” – ნოე სულაბერიძე მიმართვას ავრცელებს
- 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები