“კახეთში, 5 წლის გოგონა და მისი 4 თვის ძმა ტრაგიკულად დაიღუპნენ, ბაბუამ ვერ გაუძლო და…” – ერთი ოჯახის სამმაგი ტრაგედია
რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც მოქალაქეებს, სოფელ მანავში ხანძრის შედეგად დაღუპული მცირეწლოვნის ოჯახის დახმარების თხოვნით მიმართავდა. თუმცა მისი ცნობით, თანხა მალევე შეგროვდა და ანგარიშები წაშალა. სანდრო ელოშვილი მადლობას უხდის საზოგადოებას გაწეული დახმარებისთვის:
“მადლობა ყველას თანხა ავაგროვეთ. ანგარიშები ავიღე, რომ აღარ ჩარიცხოთ! გაიხარეთ! პოსტს დავტოვებ…
ჩვენთან, საქართველოში, ერთ ოჯახში ოთხი თვის წინ, ხუთი წლის ანასტასია ავარიაში მოყვა და ანგელოზებთან გაფრინდა ცაში.
ის სიკეთე და სიყვარული რაც თან წაიღო დედამიწიდან, რამოდენიმე დღეში ოჯახს მისი პატარა ძამიკოს, ანდრიას დაბადებით დაუბრუნდა.
ორი დღის წინ კი სოფელ მანავში ხანძარი გაჩნდა და… დაიკოსთან გაფრინდა პატარა ანდრიაც.
ოჯახს გადასვენების სახსრებიც კი არ ჰქონდა და გუშინ შეაგროვა ხალხმა… უკვე ჭიათურაშია დასვენებული.
მეგობრები მესაუბრნენ და მომიყვნენ, სისხლს რომ გაგიყინავს, ისეთი ამბავია… უზომოდ გაჭირვებული ოჯახია, მანამდე ბაბუამ ვერ გაუძლო ოჯახის ასეთ ყოფას და თავი მოიკლა, ორი ანგელოზი ახლა ცაში გაფრინდა, სახლიც დაეწვათ… ტკივილს ტკივილი ემატება, სიმწარეს სიმწარე… რომ არ მსმენია და მეტი მსგავსი ამბავი მტერზეც რომ არ მინდა გავიგო, ისეთია!
ბებიამ, რომელსაც თვითონაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ვესაუბრე და ვუთხარი, რომ აუცილებლად მოგიყვებოდით ამ ამბავს და რასაც შევძლებდით, ცოტათი მაინც შევუმსუბუქებდით ასეთ მდგომარეობას…
გევედრებით, გააზიარეთ რა! თუ ვინმეს რამე შეგვიძლია, მცირედი რომ გავიღოთ ამ ოჯახისთვის… ხვალ ყოფილა ბავშვის დაკრძალვა, რაც მოგროვდება ხვალ დილამდე… გადავცემ ოჯახის ახლობელს…” – წერს სანდრო ელოშვილი.
You may also like
- ასე გაიგებთ, ზუსტად როდის გარდაიცვლებით – დანიის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება 78% სიზუსტით
- 50 წლის ასაკში ახალგაზრდა გოგონასავით დავფრინავ, 2 თვის წინ კი ლოგინიდან დამოუკიდებლად ვერ ვდგებოდი – ექიმის სასწაულმოქმედი რჩევა
- 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა – ვინ არის და რას ამბობს უბედნიერესი დედა?
- კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?
- ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება