“ისინი მე არ დამიხოცავს, მათ დახოცეს და დამემუქრნენ” – რა ახალ დეტალებზე ალაპარაკდა მწყემსი
ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და “იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო”. ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა.
“ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ”, – განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ცოლ-ქმრის ცხედარი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს, მათი შვილის ცხედარი კი მომდევნო დღეს. ქალის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. თუმცა მცხეთის სასამართლოში ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. მალხაზ ბექაურის თქმით, მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, სინამდვილეში კი თვითონ არ არის მკვლელი.
You may also like
- 50 წლის ასაკში ახალგაზრდა გოგონასავით დავფრინავ, 2 თვის წინ კი ლოგინიდან დამოუკიდებლად ვერ ვდგებოდი – ექიმის სასწაულმოქმედი რჩევა
- 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა – ვინ არის და რას ამბობს უბედნიერესი დედა?
- კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?
- ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება
- კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია – რა წერია დასკვნაში?