კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია – რა წერია დასკვნაში?
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია – “ტვ პირველის” ინფორმაციით, დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია.
ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდა ექსპერტიზა.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 3 ოქტომბერს დაენიშნა.
ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
You may also like
- “240-ით მიქროდნენ…” – ახალგაზრდები ავარიაში ვიდეოს გადაღების დროს მოყვნენ
- 9 შვილის მამა კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევებზე მივიდა, იქ კი შემთხვევით გაიგო, რომ უნაყოფოა…- გამაოგნებელი დეტალები
- ასე გაიგებთ, ზუსტად როდის გარდაიცვლებით – დანიის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება 78% სიზუსტით
- 50 წლის ასაკში ახალგაზრდა გოგონასავით დავფრინავ, 2 თვის წინ კი ლოგინიდან დამოუკიდებლად ვერ ვდგებოდი – ექიმის სასწაულმოქმედი რჩევა
- 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა – ვინ არის და რას ამბობს უბედნიერესი დედა?