უკვე სულ მცირე 95 დაღუპული!!! ესპანეთი წყალქვეშ ჩაიძირა – იხილეთ აპოკალიპტური კადრები (ფოტო-ვიდეო) და რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ქართველ ფეხბურთელებზე
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთში კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი ვალენსიაა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა დაადასტურეს.
ვალენსიის ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიური კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ესპანეთში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალდიდობით გამოწვეული ქაოსი – ინგრევა ხიდები, წყალს მიაქვს ავტომობილები, ადამიანები ხეებზე ძვრებიან, რომ წყლის ნაკადს გადაურჩნენ.
რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ქართველ ფეხბურთელებზე, სადაც სტიქია მძვინვარებს
ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
“გუშინ ღამით ვალენსიაში წყალდიდობა და შტორმი მოხდა, რამაც სამწუხაროდ, ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასეულობით დაშავებულია.
ვალენსიაში მცხოვრები საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ოჯახებთან ერთად თავს კარგად გრძნობენ და უსაფრთხო სიტუაციაში იმყოფებიან.
Geo Team მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ბიჭების კლუბებს, მათ ქალაქსა და მაცხოვრებლებს. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.”
You may also like
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!