კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
„სტიქიების შეცვლა ხდება. მორიელიდან, რომელიც წყლის ნიშანია, გადავდივართ მშვილდოსნის, ცეცხლის სტიქიის ნიშანში, სადაც ვიქნებით 1 თვე“, – ამის შესახებ „შუადღის“ ეთერში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, ეს მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშანში მოიტანს ცეცხლოვან ენერგიას, განავითარებს ლიდერის თვისებებს, მოიმატებს კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა.
„სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, არ იყოთ სულსწრაფები და ეგოისტები.
პლანეტა მერკური 26 ნოემბრიდან – 15 დეკემბრამდე ხდება უკუმავალი. ამით სამყარო გვეუბნება, რომ არ დავიწყოთ ახალი საქმე. ახლა არის ის დრო, რომ დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს, რომელიც წარსულში ვერ განახორციელეთ. ახლა არის პერიოდი, სადაც შეგიძლიათ გამოასწოროთ თქვენი ცუდი ჩვევები ამას ემატება 7 დეკემბრის მოვლენა, პლანეტა მარსი, რომელიც საქმიანობის და ენერგიის მმართველი ხდება რეტროგრადული და ეს გასტანს 2025 წლის 16 თებერვლამდე, აქაც არაფერი ახალი. გამოასწორეთ ხელის შემშლელი ფაქტორები, იგივე სიზარმაცე და გულმავიწყობა“, – ამბობს ასტროლოგი.
როგორც მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს 19 დეკემბრამდე კიდევ ერთი პლანეტა ნეპტუნი რეტროგრადულ მდგომარეობაში იქნება, რაც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი.
„მატულობს ფანტაზიების ალბათობა, აქ გაქვთ უნარი მიაკერონ ადამიანს ის თვისება, რომელიც მას არ აქვს. ასევე იმატებს გაფანტულობა, არ მოადუნოთ ყურადღება“, – ამბობს ასტროლოგი.
You may also like
- ტრაგედია თიკა ფაცაციას ოჯახში – ამბავი, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა
- 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”