გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი განცხადება
ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვინდა შეგახსენეოთ, რას აცხადებდა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით:
“ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის სანქცირება.
თქვენ ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ, დელიკატურობას ვიცავთ, გვგონია, რომ მართლა პრემიერი პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეა. ომმა ბევრი რამ შეცვალა, ახლა ეს ბევრს ჯერ გააზრებული არ აქვს.
ომმა პოლიტიკა უაღრესად რეალური გახადა და ამ რეალურ პოლიტიკაში ყველას ძალიან კარგად ესმის აღქმების დონეზე საქართველოში რა ხდება, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც”- განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ასევე “კატეგორიულად მიუღებელია ენმ-ის მცდელობა, სანქცია შიდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს”.
“ადამიანის, რომლის სანქცირებაც, ფაქტობრივად ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, ხოლო აქეთა მხრიდან ეს ხელისუფლება რაღაც პატარა კერძო დავის გამო გამოვარდნენ, დაეწყვნენ და დაიწყეს დაცვა ადამიანის, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება მათი დაცვა. […] ზოგიერთი არანორმალური, შეიძლება, თავისთაც გამოვარდა. რომის პაპზე დიდი კათოლიკობა გვიყვარს ქართველებს” – განაცხადა გახარიამ.
You may also like
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!