“ერთმანეთს აქ აღარ გადავეყაროთ…”- არჩევნების შედეგებით განრისხებული ნანკა კალატოზიშვილი ნაცნობებს ბოლომდე დაუპირისპირდა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებამ“ გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„არასდროს ვშლიდი “ფეისბუქიდან” ნაცნობებს, განსხვავებული აზრის გამო. მაინც ერთ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ ფიქრებით, მაგრამ ეს აღარაა განსხვავებული აზრი, ეს განსხვავებული მენტალობა, ფასეულობები და ზრახვებია. ვერანაირად ვერ გადავეკვეთებით აწი ერთმანეთს. ვერასდროს ვერ გაგამართლებთ. თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემი შვილის მომავლის განადგურებას.
ხოდა, კეთილი ინებეთ, ვინც მიიღებთ ამას საკუთარ თავზე, კიდე ზედმეტი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, თავად ამოეშალეთ ჩემი მეგობრებიდან ისე, რომ ერთმანეთს არც აქ აღარ გადავეყაროთ. ადამიანებს როცა პატივს აღარ სცემ, იმათთან არც რამის განხილვას აქვს უკვე აზრი!“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
You may also like
- “ძლიერი ბიძგები იყო” – რამდენი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ ?
- როგორ ცხოვრობენ დღეს დები, რომლებმაც 6 წლის წინ მოძალადე მამა მოკლეს – ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
- რა ელის საქართველოს ამ მძიმე ჟამს – ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
- (VIDEO) “მომღერალი ქალი გარდაიცვლება… ფინანსურად ძალიან ძლიერ ადამიანზე თავდასხმა საქართველოში…” – გოგა მანიას საგანგაშო წინასწარმეტყველება
- “იცანით? ძალიან პოპულარული იყო წლების წინ..” – ნახეთ ვერ დაიჯერებთ ვინ არის ეს გოგონა