„მიდის გარდატეხა, მიზეზი არის სოციალური და მატერიალური შიშები….“ – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან
„კვირა ზოგადად ჰარმონიულია, არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მიდის გარდატეხა. ფსიქოლოგიური კრიზისების მიზეზი არის სოციალური და მატერიალური შიშები.
ამ კვირაში კარგი იქნება თუ შიშების ნაცვლად ჩართავთ მობილიზებას, თუ საკუთარ თავს ეტყვით რა გააკეთოთ იმისთვის, რომ კარიერული და მატერიალური მდგომარეობა შეიცვალოთ.
წლის განმავლობაში მიდიოდა კარმული მოთხოვნა, რომ ჩვენი კარიერის განვითარებაში უნდა ჩაგვედო მთლიანი ენერგია, რესურსები, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის განხორციელება.
არ შეიძლება სხვა ადამიანზე დამოკიდებულება, მარტომ გაიკვალეთ გზა. არ გირჩევთ ახალი საქმის დაწყებას, კონტრაქტის გაფორმებას, ბიზნესის რეგისტრაციას“, – ამის შესახებ ასტროლოგ ხატია ბედოშვილმა გადაცემაში „დილის ტალღა“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს👇
ვერძი – განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ნათესავებთან, სამსახურებრივ ურთიერთობებშიც, რადგან შეიძლება დაიძაბოს. ეცადეთ, ბევრი ენერგია არ დახარჯოთ. მაქსიმალურად მობილიზდით საკუთარი თავის ჩაღრმავებაზე.
კურო – პარტნიორული ურთიერთობები დაიძაბება. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ფინანსებს, არ ღირს რისკი და ფინანსების დაბადება. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, უფრო ფსიქოლოგიური კუთხით.
ტყუპები – კარიერული და პარტნიორული ურთიერთობების მხრივ მარტივი კვირა ნამდვილად არ არის. შეცვალეთ კომუნიკაციის და ურთიერთობის ტიპი. კრიზისი უფრო პიროვნულია, აუცილებელია პასუხისმგებლობებს თავი არ აარიდოთ.
კირჩხიბი – ღირებულებათა სისტემა იცვლება, როგორც პარტნიორულ, ისე ფინანსური თვალსაზრისით. სამსახურებრივი თვალსაზრისით ცოტა დაძაბულობაა. ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობებს. ნუ დაიზარებთ და ნუ შეგეშინდებათ დაუფასებლობის.
ლომი – ცოტა რთული პერიოდი მიდის, სამსახურებრივი, კარიერული და პარტნიორული კუთხით. მნიშვნელოვანია მოაგვაროთ ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობა. გამოიჩინეთ მაქსიმალური კონცენტრაცია. ფინანსების მხრივ ჰარმონიული პერიოდი გაქვთ.
ქალწული – გამოწვევის პერიოდია სამსახურებრივ და პარტნიორული ურთიერთობების მხრივ. დაეყრდენით საკუთარ თავს, შეისწავლეთ რამე ახალი. ფინანსების მხრივ ცუდი პერიოდი ნამდვილად არ გაქვთ.
სასწორი – პარტნიორებთან და ნათესავებთან გაქვთ დაძაბულობა, უნდა გადახვიდეთ ახალ ეტაპზე. დაივიწყეთ ძველი წყენები.
მორიელი – ცუდი პერიოდი არ გაქვთ, იგრძნობთ ენერგიას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ფინანსებს. არის ფსიქოლოგიური გამოფიტვა, სტრესული სიტუაციები და ამას ყურადღება მიაქციეთ.
მშვილდოსანი – გაიაზრეთ და ჩამოყალიბდით რა გინდათ რეალურად თუნდაც სოციალურ და პარტნიორული კუთხით. როგორც კი გაერკვევით, ჰარმონიული მოვლენები წავა.
თხის რქა – არ არის ნეგატიური კვირა, სამსახურებრივი თვალსაზრისით გელით დაძაბულობები, კონფლიქტური სიტუაციები. ფინანსური თვალსაზრისით კვირა ჰარმონიულია.
მერწყული – კარგი პერიოდია სწავლისთვის, მიიღეთ ცოდნა და ინფორმაცია, აიმაღლეთ კვალიფიკაცია. ფინანსური თვალსაზრისით მიდის კარმული გამოცდა, რომ დააფასოთ ყველა თეთრი.
თევზები – გაქვთ შეზღუდვები, მაგრამ თავად უნდა დადგეთ ფეხზე. როგორც არ უნდა გეშინოდეთ, ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს და კონფლიქტში ნუ შეხვალთ ოჯახის წევრებთან, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
You may also like
- ტრაგედია თიკა ფაცაციას ოჯახში – ამბავი, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა
- 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”