„ღრმად ჩაისუნთქეთ ისეთი ამბავი უნდა გითხრათ” – რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს სანდრო ელოშვილი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული დების შესახებ
ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას რეჟისორი, სანდრო ელოშვილი ავრცელებს.
როგორც სანდრო ელოშვილი „ფეისბუკში” წერს ორივე დამ გაიღვიძა, მათ კომიდან გამოსვლა შეძლეს:
ღრმად ჩაისუნთქეთ, ისეთი ამბავი უნდა გითხრათ…
ჩვენი პატარა მეგობრები ხომ გახსოვთ, მზის გოგონები, ნიაკო და თათული…
მთელი ქვეყანა რომ გავერთიანდით და მარტო ჩემთან 60 000 ლარზე მეტი რომ შეგროვდა…
ხოდა ეს 60 000 ალბათ როგორც მინიმუმ ერთი 5-6 ათასი ტრანზაქცია მაინც იყო და დანიშნულებებში, სადაც ორ სიტყვაზე მეტს ვერ დაატევ, ისეთ რამეებს ვკითხულობდი, ლოცვას უფრო ჰგავდა, ვიდრე საბანკო აღწერილობას.
ჰოდა, მოკლედ უმცროს დაზე, თათულიზე ვიცოდი, მაგრამ არ ვწერდი, ნიაკოს ველოდებოდით…
ხოდა ახლა დადასტურებულად გეუბნებით…
იმ საშინელი დღიდან ერთი თვის შემდეგ, ორივე დამ გაიღვიძა და შეძლეს კომიდან გამოსვლა!
წინ გრძელი და რთული რეაბილიტაციის პროცესია, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ…
სინათლემ, სიკეთემ, სიცოცხლემ გაიმარჯვა!” – წერს ელოშვილი.
You may also like
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!