“როდესაც მისი გული გაჩერდა,ვერ გავიაზრე რომ აღარ მყავს..” – ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალების დღეს იხსენებს.“დაჯის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და ამ ამბავზე გადაბმულად ერთი წუთი ჯერ კიდევ არ მიფიქრია. როგორც კი გამახსენდება, ჩემი ტვინი ისე კეტავს ამბავს, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ დედა აღარ მყავს.მარტში ისეთი შეტევები დამეწყო, მივხვდი, რომ ამის მიზეზი ტვინის და გულის სიღრმეში გადამალული ამბავია, რომელმაც ფეთქვა დაიწყო, აი, ანთების დროს რომ კბილმა იცის, ასე შემაწუხებლად ფეთქავდა ჩემი ტვინი და გული, რასაც მთელი
ორგანიზმის განგაში მოჰყვა, მაგრამ ფაქტის გააზრების უფრო მეშინია.
და უფრო მეტად მეშინია, რომ შევეჯახები მარიამის ტკივილს და სიცარიელეს.
არადა, ამ ჩაკეტილობის მიუხედავად, გარდაცვალების შემდეგ ყველგანაა. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში, მოქმედებაში, სულ ვფიქრობ, ის რას იტყოდა და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მისი დამოკიდებულებები ჩემი ქმედებების მიმართ, რაც ადრე მუდმივი კამათის თემა იყო.
ზუსტად ერთი წლის წინ და ზუსტად ამ დღეს მითხრეს, რომ დაჯის გული გაჩერდა და ცხოვრებაში პირველად, ზუსტად იმ დღეს არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა.
მე ძალიან კარგი დედა მყავს, ყველაზე კარგი დედა მთელ დედამიწაზე”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
You may also like
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!