“ამას უხერხულობად საერთოდ არ მიიჩნევს, სხვებს ლობიანებს აჭმევს და თავად დაითბუნა ტანი“- სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანის ირგვლივ: ვერ წარმოიდგენთ რა ფასიანი ქურთუკი ეცვა ტელეწამყვანს გუშინდელ აქციაზე (+ფოტოები)
გუშინ, ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც შეუერთდა. საზოგადოების ნაწილის ყურადღება ნანუკა ჟორჟოლიანის ქურთუკმა მიიქცია. ჟურნალისტის ფოტოებით გაკეთებული კოლაჟი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაავრცელეს, მათი თქმით, აქციაზე ჟორჟოლიანს 18- ათასლარიანი ქურთუკი ეცვა.
ფოტო კოლაჟი სოციალურ ქსელში გავრცელდეა.
“სხვებს ლობიანებს აჭმევს და თავად დაითბუნა ტანი“
“ჯერ რატომ უნდა ღირდეს ნივთი ამხელა ფასი და მერე რატომ უნდა გინდოდეს ჩაიცვა“
“მამამისის პატრონს რა ჭირს მოსატეხი?“ – წერდნენ კომენტარებში.
ჟურნალისტს კომენტარის ჩასაწერად დავუკავშირდით.
ნანუკა ამბობს, მისი ქურთუკი რეალურად გაცილებით ნაკლები ღირს და ამავე დროს, მაშინ შეუძლიათ მისი ტანსაცმლის ფასის დათვლა, როდესაც ის სახელმწიფო მოხელე იქნება, სხვა შემთხვევაში არავისი საქმე არ არის, რა ღირებულების სამოსს ჩაიცვამს
„ქურთუკი 4000-ლარიანია, ეს ერთი და მეორე, მე სახელმწიფო მოხელე ვარ? – მე ხალხის ფულით ვფინანსდები? – ამიტომ ვისი რა საქმეა რა ღირს ჩემი ქურთუკი. ეს დაუთვალონ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათი ფულით ფინანსდებიან. მე სახელმწიფო მოხელე არასოდეს ვყოფილვარ, ხალხის ფულით არასოდეს დავფინანსებულვარ და თუ მინდა, 100-ათასლარიან ქურთუკს ჩავიცვამ.
გარდა ამისა, რა იციან, მე ვიყიდე თუ სხვამ მაჩუქა. სულ რომ მე მეყიდა, მაქვს იმის უფლება და ფუფუნება ასეთი ქურთუკი ვიყიდო. სინამდვილეში ამ ქურთუკის ღირებულება 4700 ლარია. მეორე საკითხია მე ვიყიდე, თუ არა, მაგრამ ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე. რა ქურთუკსაც მინდა, იმ ქურთუკს ჩავიცვამ. როდესაც სახელმწიფო მოხელე გავხდები, ამ ხალხის ფულით დავფინანსდები, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ რაც უნდათ ის დამითვალონ. ოღონდ იცოდეთ, რომ არასოდეს სახელმწიფო მოხელე არ გავხდები.
როდისმე არ მეცვა ძვირადღირებული ტანსაცმელი? სამწუხაროდ, ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა რომ ჩემი შემოსავალი არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა და არა მხოლოდ მე, ჩემმა ოჯახმაც“ – განუცხადა “ამბებს” ტელეწამყვანმა.
ambebi.ge
You may also like
- ტრაგედია თიკა ფაცაციას ოჯახში – ამბავი, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა
- 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”