ერთმანეთის მიყოლებით 5.9 და 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა კუბაზე
ნოემბერი 11, 2024 Article
კუბაში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა, რომლის ეპიცენტრი ბარტოლომე მასოდან 22 კილომეტრის დაშორებით იყო.
განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
მედიის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, ასევე შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ადგილობრივი გაზეთის, „გრანმას“ ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა.
კუბაზე, რამდენიმე დღეა, ქარიშხალ „რაფაელს“ ებრძვიან, მოსახლეობა, უკვე ორი დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
You may also like
ნახვები : 681
- ტრაგედია თიკა ფაცაციას ოჯახში – ამბავი, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა
- 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”