„დღეს უსაშინლესი დღე ჰქონდათ პატარებს…“ – დიკა სალაყაია ბავშვების შესახებ წერს, რომლებსაც დედა დაეღუპათ, ხოლო მამა ციხიდან სახლში დაბრუნდა
დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს ბავშვების შესახებ, რომლებსაც ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალათ და საზოგადოების დახმარებას საჭიროებდნენ. შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად ბევრი ადამიანი გაერთიანდა. დედის გარდაცვალების შემდეგ კი არასრულწლოვნების მიმართ საზოგადოების თანადგომა კიდევ უფრო გაიზარდა.
„არ იფიქროთ რომ უყურადღებო ვარ.
ამ პატარებს 2019 წლიდან ვეხმარები და ახლა ისე მტკივა ყველაფერი… ეს დღეებია ჩვეულებრივად მეც ბავშვებთან ერთად ჭირისუფალი ვარ. უთვალავი მესიჯი მივიღეთ და ფიზიკურად ვერ ვკითხულობ ყველას…
დღეს უსაშინლესი დღე ჰქონდათ პატარებს. მამაც იქ არის. დღეს არავის არაფერზე საუბრის თავი არ გვაქვს.
ჩემო თბილებო, ბავშვების კონკრეტულ მისამართსაც იმიტომ ვერ გწერთ, რომ ჯერ არ გვაქვს მისამართი…
ჯერ ხან ნათესავთან არიან, ხან მათ ტკივილიან ქოხში შეირბენენ (სადაც ფიზიკურად ვერ ჩერდებიან), მაგრამ გპირდებით ჩვენ, ერთად, ქართველი ერი სულ მალე მივუჩენთ საკუთარი ჭერის მისამართს და ეს მისამართი იქნება ჩვენი სიკეთის ზღაპრის შედეგი.
მერე კი თქვნ იცით, თქვენი სტუმრობებით და ბევრი ჩახუტებით გაუთბეთ გულები“, – წერს დიკა სალაყაია.
ცნობისთვის, პატარა ბავშვებს დედა 4 ნოემბერს გარდაიცვალა. მრავალშვილიან დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
You may also like
- კოსმიური პორტალი იხსენება, ანუ მოდის უძლიერესი ენერგია დედამიწაზე…“ – დიდი ხნის შემდეგ ცაგარელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!