“მთელი დღე ვუმალავდი თანხას, 60 000 ლარი ჩავურიცხე ერთიანად და ამ დროს ისეთი რამ მოხდა…” – უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გოგონების დედამ რეჟისორ სანდრო ელოშვილს სულისშემძვრელი რამ სთხოვა
რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში, ავარიის შედეგად დაშავებული დების შესახებ, სტატუსს აქვეყნებს:
“ყველაზე ზღაპრულ 12 საათზე უნდა მოგიყვეთ…
დილით მეგობარმა გამიზიარა ასეთი ამბავი! უმტკივნეულესი ისტორიაა… ექსკურსიაზე ორ ანგელოზს, 15 და 8 წლის ნიაკოს და თათულის ერთი თვის წინ დაეჯახათ ავტომობილი და მას მერე მძიმე დაზიანებებით პატარებისთვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის იბრძოდა მთელი ქართული მედიცინა, განსაკუთრებით კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკები.
მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც გოგონებს ხანგრძლივი და საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პროცესი სჭირდებათ საზღვარგარეთ.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამიტომაც გთხოვეთ დილით გვერდში დგომა…
ცუდი გამოცდილებით, სხვის ანგარიშს არ ვდებ ხოლმე, ამიტომაც ჩემი ანგარიშები მივუთითე და თან ქალბატონ სოფოს დავუკავშირდი, ჩვენი პატარა მეგობრების არაჩვეულებრივ დედას და დიდსულოვან ქალბატონს.
მთელი დღე ვუმალავდი თანხას და 00:00 ზე ერთიანად, ჩვენი დღევანდელი გიჟური თავდადების და უზომოდ დიდი სიყვარულის შედეგად 60 000 (!!!) 60 000 (!!!) 60 000 (!!!) ლარი ჩავურიცხე…
და ამ დროს ისეთი რამ მოხდა, მართლა რომ ხვდები, ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და ადამიანი თავის ხატად… ქალბატონი სოფო 1000 ლარს მირიცხავს და მეუბნება, გთხოვთ, არ შემეწინააღმდეგოთ, ნუ დამაფიცებინებთ შვილებს და ეს თხოვნა შემისრულეთ, მოძებნეთ ბავშვები, რომლებსაც ახლა ძალიან სჭირდებათ გვერდში დგომა და ეს საჩუქარი გაუკეთეთ მზის გოგონებისგან… ჰოდა მივხვდი, მზე რომ ანათებს და ათბობს, ისეთი ოჯახია ხოდა ღმერთს ვთხოვ და მზის გოგონებს, ახლა ყველაზე დიდი სასწაული მოახდინონ ნათელმა გაიმარჯვოს ბნელზე!
ყველა სიახლეს დავწერ ხოლმე ბავშვებზე!
წარმოუდგენლად დიდი მადლობა!
უბედნიერესი დავიძინებ, ზუსტად ვიცი რომ არასდროს გამიჭირდება, როდესაც თქვენ არსებობთ, მანამდე კი…
მზის გოგონებს გაუმარჯოთ!
გაგვინათებენ და გაგვითბობენ დარჩენილ ცხოვრებას!” – წერს სანდრო ელოშვილი
ცნობისთვის, ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ თვეში მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. გოგონები რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება