“ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს, კაცმა ათჯერ ჰკითხა – ნამდვილად მზადაა, დავიწყოო?…- რას ყვება თიკო კორინთელი
“ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს, კაცმა ათჯერ ჰკითხა – ნამდვილად მზადაა, დავიწყოო?…- რას ყვება თიკო კორინთელი
იხილეთ პირველ კომენტარში
ვინ დაეხმარა რადიკალური ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თაკო კორინთელს?
წლების განმავლობაში, ხუჭუჭა, გრძელი თმა თაკო კორინთელის იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო – ასე გაიცნო მაყურებელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” თუ ტელეწამყვანის ამპლუაში. ცოტა ხნის წინ, თაკომ გაბედული ნაბიჯი გადადგა – თმა მთლიანად გადაიპარსა. სტილის რადიკალური ცვლილებით გულშემატკივრები ძალიან გააოცა. თითქოს ამ ცვლილებით თაკოს ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დაიწყო… როგორ შეიცვალა მისი თვითაღქმა თმის გადაპარსვის შემდეგ და კიდევ რა ექსპერიმენტებს გეგმავს ტელეწამყვანი, ამ და სხვა თემებზე თაკო გვესაუბრა…
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:
“ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, – თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? – კი, დაბრძანდითო, – უპასუხა. – მე არა, ჩემი ცოლიო, – განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, – ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, – ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?..”
“ჩაცმის სტილს რაც შეეხება, “პრინცესული”, ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს – ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე “დამხობილი”. ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ – საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა…
“რასტაბილური მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში გახლავარ, რაშიც ჩვენს ექსპრომტად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, თორემ სხვა მხრივ, თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით, სტილის რადიკალური შეცვლა არასოდეს გამიბედავს. კი, ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას ვინ მომცემდა (იცინის)?! უბრალოდ, ვოცნებოდი და მსიამოვნებდა…”
სტატიას სრულად ჟურნალ “გზის” 7 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი
kvirispalitra.ge
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება