“აღარასდროს მექნება რაიმე ურთიერთობა ტრამპის ან ქოცების მხარდამჭერებთან” – რა უცნაურ მიმართვას ავრცელებს ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, რომელიც იქ ტრამპს ებრძვის და აქ “ოცნებას”
პროფესიით ფიზიკოსი, სანდრო თაქთაქიშვილი ვაშინგტონში, “ნასას” ცენტრში, კოსმოსური ამინდის ლაბორატორიაში მუშაობს. ის უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირველი მეუღლე მსახიობი ლიკა ქავჟარაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ლევანი შეეძინა. ლევანი მეუღლესთან და შვილთან, საშკასთან ერთად ასევე შტატებში ცხოვრობს.
სანდრო თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პირად მიმართვას აქვეყნებს, სადაც ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმაურება და შვილიშვილის მომავალზე და მისი ღირებულებების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. ფიზიკოსის თქმით, უმნიშვნელოვანესია, შვილიშვილმა არ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში,”რომელსაც ტრამპის ან „ქოცების“ მსგავსი ხელისუფლება მართავს”.
“ჩემი ოცნება: 16 წლის საშკა ზრდასრული ადამიანი რომ გახდება, აღარასდროს მოუწიოს ტრამპისნაირი ან ქოცებისნაირი ხელისუფლებების ქვეშ ცხოვრება.
სულ ვფიქრობ, რისი გაკეთება შემიძლია მე პირადად ამისთვის? – არც ისე ბევრის, ცხადია, მაგრამ ერთი რამ ვიცი: აღარასდროს მექნება რაიმე ურთიერთობა ტრამპის ან ქოცების მხარდამჭერებთან. ამით დავიწყებ. მერე შეიძლება კიდევ მოვიფიქრო რამე“ – დაწერა თაქთაქიშვილმა.
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება