გარდაიცვალა 6 თვის ბიჭუნა, რომელიც დედამ ძიძასთან დატოვა – ბავშვს თავის ქალა აქვს გატეხილი – სად მოხდა საზარელი შემთხვევა
სანქტ-პეტერბურგში, დედის მიერ ძიძასთან დატოვებული ჩვილი გარდაიცვალა, რასაც საზოგადოებაში დიდი შეშფოთება მოჰყვა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას 78.ru ავრცელებს.
დედამ ექვსი თვის ბავშვი ძიძას ანდო, რომელიც მან Telegram-ის საშუალებით იპოვა და მისი მომსახურებით ოთხი კვირის განმავლობაში სარგებლობდა. ბავშვზე ზრუნვას დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე ქალბატონი ახორციელებდა. გავრცელებული ცნობით, ბავშვი კბილების ამოსვლის პროცესში იყო, რამაც, შესაძლოა, ტკივილი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ძიძამ ბავშვს ნუროფენი (იბუპროფენი) მისცა, თუმცა მალევე დედას დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა, რადგან ბავშვი შეუძლოდ გახდა და კრუნჩხვები დაეწყო.
სამწუხაროდ, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. პირველადი გამოკვლევების შემდეგ ჩატარდა გაკვეთა, რის შედეგადაც ექსპერტებმა საშიში სიმართლე გამოავლინეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინის შერყევა და თავის ქალას მოტეხილობა დასახელდა. ექსპერტის დასკვნით, ჩვილს თავის ტრავმა ბლაგვი საგნის მიყენებით ჰქონდა მიღებული.
ამ დროისთვის ძიძა იზოლაციაში იმყოფება, მის მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შედგენილია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი გამოძიების პროცესში წყდება.
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება