ოზურგეთში მიცვალებული “გაცოცხლდა” – შოკისმომგვრელი ამბავი (ვიდეო)
შეგახსენებთ ერთ შოკისმომგვრელ ამბავს, რომელიც ოზურგეთში რამდენიმე წლის წინ მოხდა:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ ერთ ოჯახში ხანშიშესული ქალბატონი გარდაიცვალა.
ტრადიციისამებრ ოჯახმა მიცვალებული – როგორც გურიაში იტყვიან – “შეიცხადია”.
უმალ თავი მოიყარა ჯერ მეზობლებმა, მერე ახლობლებმა, ბოლოს კი ნათესავებმა.
გარდაცვლილი სპეციალური “მაცივარის” მოტანამდე “კუშეტკაზე” დაასვენეს და ოჯახმაც სპეციალური “მაცივრის” (მიცვალებულის განსასვენებელი კუბოში გადასვენებამდე) შეკვეთაზე დაიწყო ზრუნვა.
ამ დროს შვილმა, დედაჩემს უკანასკნელად გამოვემშვიდობებიო და იმ ოთახში შევიდა სადაც მიცვალებული ესვენა.
შვილის გასაოცრად დედა “კუშეტკაზე” იჯდა მუხლებზე ხელებდაწყობილი.
-დედა ცოცხალი ხარ? მოულოდნელობისაგან დაბნეულმა კითხა შვილმა.
კი ნენა, აგერ უდაბნოში ვიყავი, ვიარე ვიარე, ვიძახე, კაციშვილი არ გამომეძახა და ქი დავბრუნდი უკანო… იყო პასუხი.
გურიის მოამბე
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება