„23 წლის გოგომ ქმარი ნაჯახით მოკლა, მომხდარს ორი შვილი შეესწრო…“ – რა მოხდა ქვემო ქართლში?
2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ თაზაქენდში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ.-ში, 23 წლის თურქან კარიმოვამ თავისი 33 წლის ქმარი, რუსლან კარიმოვი ნაჯახით მოკლა.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა საკუთარი და თავისი შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა.
მეზობლებმა ამ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ზოგად კომენტარებში აღნიშნეს, რომ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არაფერი იცოდნენ.
როგორც ქალის დედამთილი სვეტა კარიმოვა იხსენებს, ცოლ-ქმართან ერთად 7 წელიწადს ცხოვრობდა.
მისი რძალი ამ ხნის განმავლობაში მუდამ წყნარი ადამიანი ჩანდა, არასდროს იქცეოდა ცუდად და არც არაფერზე წუწუნებდა.
„ცოტა უცნაური გოგონა კი იყო, მაგრამ ამას მის ხასიათს მივაწერდი“, – ამბობს სვეტა და იმასაც აღნიშნავს, რომ რძალს მის ვაჟთან პრობლემა არასდროს ჰქონია.
„პრობლემა რომ ჰქონოდა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“.
თუმცა, სვეტას ახსოვს ერთი უცნაური დეტალი: „თურქანი ძალიან ბევრ მაგარ შავ ჩაის სვამდა. თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა. ხშირად მთხოვდა „შავ შოკოლადს“ – ასე მორფინს ეძახიან, არა?“
წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდა.
ქმარი ცოლს ბიძაშვილად ერგებოდა მამის მხრიდან. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ეზოს იყოფდნენ დედამთილთან ერთად, რომელიც იქვე, თავის სახლში ცხოვრობდა.
ქმარი პერიოდულად რუსეთში დადიოდა უკეთესი შემოსავლის მისაღებად. ის სახლების რემონტზე მუშაობდა. ბოლოს, როცა რუსეთში წავიდა, იქ შვიდ თვეს დარჩა. შინ დაბრუნებიდან ათი დღის შემდეგ კი ცოლმა მოკლა.
სვეტას თქმით, ჩვეულებრივი საღამო იყო. მაგიდის გარშემო ისხდნენ და სახლის საქმეებზე მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ ერთ-ერთი მათი სახლის რემონტის დაწყებაზე.
წყვილს სამი შვილი ჰყავდა, 6 წლის გოგონა და ორი ვაჟი – 4 და 2 წლის ბიჭები. მამის მკვლელობას ორი ბავშვი შეესწრო.
ერთ-ერთი მათგანი იმდენად ახლოს იდგა, რომ მამის სისხლი შეეშხეფა. სულ პატარა ბავშვი საბნის ქვეშ დაიმალა და შეშინებული ტუჩებს იკვნეტდა. ბავშვმა ერთადერთი რამ თქვა: „დედამ მამა სცემა“.
როცა ქმარი მოკლა, თურქანი დეიდამისის, ინდირას სახლისკენ გაიქცა. დეიდა იხსენებს, რომ თურქანი თავზარდაცემული ჩანდა, შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა. „სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენს სახლში უნდა გამოქცეულიყო, – აღნიშნა დეიდამ, – საწყალი გოგო. ჩემმა ქმარმა დამამშვიდებლები უყიდა, პოლიცია მოვიდა მერე და წაიყვანეს.“
რა ბედი ეწიათ მათ შვილებს?
ტრაგედიიდან მალევე ნათესავებმა შენიშნეს, რომ უფროსი ბავშვი საბავშვო ბაღში იშვიათად დადიოდა. სამივე ბავშვი დღეს ბებიის, გარდაცვლილი მამის დედის სახლში ცხოვრობს.
მაშინ, იურისტი თამარა გურჩიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვებზე იზრუნოს და ისინი 18 წლამდე დაიცვას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 5 აპრილს ორ ოჯახს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მსხვერპლის ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არც მისცეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თურქან კარიმოვას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
როგორც რუსთავის სასამართლოს პროკურორი მამულაშვილი აცხადებს, საქმეში შემავალი ყველა ტიპის ინფორმაცია დახურულია მოწმეთა დაცვის მიზნით.
primetime.ge
You may also like
- ყველაფერი გადაშრება – მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება
- “გახსოვთ კაცი თოჯინით ხელში?…” – როგორ ცხოვრობს დღეს კაცი, რომელსაც შოვის ტრაგედიისას 3 შვილი და მეუღლე დაეღუპა