“სკოლის მარგალიტი, ანთებული სანთელი, რომელიც ნაადრევად ჩაქრა მეექვსე კლასში, ჩაქრა და ჩაიფერფლა ჩვენი სკოლის სიხარული მანუჩარ…“- გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე, რა უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა?
უჩხოს საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარადიაცვალა სკოლის მოსწავლე. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მძიმე სენს ემსხვერპლა.
„აღარ გვყავს ჩვენი ცელქი, მოუსვენარი, სიცოცხლით სავსე და გულმართალი ბიჭი.
მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამ ქვეყნიდან წასვლა, მანუჩარ. წახვედი და დაგვტოვე თვალცრემლიანი სკოლა, კლასი, სოფელი… იმედი გვქონდა, რომ დაამარცხებდი ამ უკურნებელ სენს, მაგრამ უძლური აღმოჩნდი ბედისწერის წინაშე.
შენ იყავი ჩვენი სკოლის მარგალიტი, ანთებული სანთელი, რომელიც ნაადრევად ჩაქრა მეექვსე კლასში, ჩაქრა და ჩაიფერფლა ჩვენი სკოლის სიხარული და მხიარულობა. თითქოს დრო გაჩერდა… ამ მოკლე დროში ყველას შეაყვარე თავი, ვერ წარმოგვიდგენია კლასი, რომელშიც შენ არ დაგვხვდები, ყოველი გაკვეთილი შენი გახსენებით დაიწყება. ძალიან დიდი ტკივილია, რომ შენზე ამ სამწუხარო ინფორმაციას ვწერთ.
ვუსამძიმრებთ სკოლას, ოჯახს, სოფელს ამ დიდ დანაკლისს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება