(ვიდეო) „გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი და… მოვტეხავ მაგას კისერს, გავთიშავ” – ავთანდილ ხურციძე “ჩაქუჩა” მერაბ დვალიშვილის წყენას ვერ ივიწყებს და რინგზე იწვევს
მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამბობს, რომ UFC-ის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ თემაზე საუბრობს:
“ტელევიზია რომაა საქართველოში, მოჩხუბარი პარტნიორი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნიორს ვეჩხუბები, “ვებოქსავები” ოღონდ, ისე არა. გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი და “ვებოქსავები”, ბებერი ავთანდილა ხურციძე და დავცხოთ.
მაგრამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხდება. ამას დრო დასჭირდება, ერთი წელი მაინც. ამ ერთ წელიწადში კიდევ რაღაცებს გავაკეთებ და სარეიტინგო ბრძოლას….
არც მაგის ქამარი მინდა და არაფერი, ერთ ათ რაუნდიან ბრძოლაში ვეჩხუბები, თუ გინდა, 12 იყოს. კი არ მივა მანამდე ჩხუბი, მანამდე მოვტეხავ მაგას კისერს. გავთიშავ, ოღონდ კრივში, გპირდებით, რომ გავთიშავ და ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ საყურებელი.
კი, მართალია ჩემს ჩხუბს არ აჩვენებენ საქართველოში, მაგრამ მერაბს ხომ აჩვენებენ საქართველოში და გამოვჩნდები მეც”, – ამბობს ხურციძე.
ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ში პატიმრობაში იმყოფებოდა. ხურციძემ “ფეისბუქის” გვერდზე რამდენიმე თვის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბის შესახებ საუბრობდა:
“ამბობთ, მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდაო. ვიცი, რომ მშენებლობაზე მუშაობდა და ამით რა? მე თუ არ ვმუშაობდი, ე.ი. რეკეტიორი ვარ? ახლა მუშაობის ნებართვა არ მაქვს და კანონდარღვევად მეთვლება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თუ სხვანაირად მოვიპოვებ იმას, რაც უნდა მოვიპოვო, რა პრობლემაა. რინგზე რომ ვიჩხუბო, არ შეიძლება?! და მეორე თემა, თქვენც რომ იცოდეთ, პროკურატურამ და სხვებმა ეს უკვე იციან, რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი თუ ვიდეო მტკიცებულება, მერაბ დვალიშვილი ყველგან იყო. სასამართლოში დვალიშვილის ყველა ვიდეო გამოიტანეს“, – ამბობდა ვიდეოში ხურციძე.
@avtandilkhurtsidz ♬ original sound – avtandilkhurtsidz
ambebi.ge
You may also like
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა