რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ქართველ ფეხბურთელებზე, სადაც სტიქია მძვინვარებს
რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ქართველ ფეხბურთელებზე, სადაც სტიქია მძვინვარებს
ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
“გუშინ ღამით ვალენსიაში წყალდიდობა და შტორმი მოხდა, რამაც სამწუხაროდ, ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასეულობით დაშავებულია.
ვალენსიაში მცხოვრები საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ოჯახებთან ერთად თავს კარგად გრძნობენ და უსაფრთხო სიტუაციაში იმყოფებიან.
Geo Team მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ბიჭების კლუბებს, მათ ქალაქსა და მაცხოვრებლებს. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.”
სამწუხაროდ, ესპანეთის დამანგრეველ წყალდიდობას 28 წლის ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი ემსხვერპლა.
რა ინფორმაციას ავრცელებს კლუბი “ვალენსია” ხოსე კასტილეხოს შესახებ:
ესპანეთში წყალდიდობას საფეხბურთო კლუბ ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი, 28 წლის ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა.
ტრაგიკულ ინფორმაციას Valencia CF ეხმიანება და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
“ვწუხვართ მომხდარი კატასტროფის გამო, რომელსაც ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა,“ -წერს საფეხბურთო კლუბი.
- 28 წლის ხოსე თავისი ქვეყნის უამრავ კლუბში თამაშობდა, მათ შორის გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა ლა ლიგის გიგანტებში თამაშით. ვალენსიის აკადემიაში კასტილიეხო ნახევარმცველის პოზიციაზე იმყოფებოდა. ასევე თამაშობდა პატერნას, CD Bunol-ის, Recam Colon-ისა და Torre Levante-ში.
“საშინელი ამბები მოდის სტიქიის ზონიდან. CDEldense ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 28 წლის ხოსე კასტილეხოს დაღუპვის გამო, რომელიც ჩვენს კლუბში 2015/2016 წლებში თამაშობდა.
მწუხარებას ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს.
განისვენე მშვიდად,“- წერს ელდენსე.
ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ქვეყნის პოლიციამ დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც სტიქიის წარმოუდგენელი მასშტაბები ჩანს.
წყალდიდობას ვალენსიასთან ახლოს, რეგიონში აპოკალიფსური ნგრევა მოჰყვა.
კადრებში ჩანს ათასამდე მიტოვებული მანქანები, დანგრეული ხიდები, განადგურებული საცხოვრებელი სახლები, დატბორილი ათიათასობით კვადრატული მეტრი და ტალახში ჩაფლული საცხოვრებელი უბნები.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ხელისუფლებამ გუშინ სამაშველო მისიაში 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩართო, რომლებიც დრონების დახმარებით მოქმედებენ.
You may also like
- სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა – “ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო”
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …