როდის და როგორ გარდაიცვალა გია ხარჩილავა? – დილის 7 საათზე საწოლზე წამოჯდა, სახლში მეუღლე და დედა იყვნენ…
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
“ამბები” ხარჩილავას მოადგილეს თამარ ბელქანიას ესაუბრა:
“ქვეყანამ დაკარგა კაცი, რომლის მთავარი ღირებულება იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო, ის არ იყო მარტო ჩემი მეგობარი. ის არ იყო მხოლოდ წალენჯიხის მერი, ის იყო ჯარისკაცი, ქვეყნის სამსახურში.
07:15 საათზეა გარდაცვლილი. სამწუხაროდ სასწრაფომაც ვერ მოუსწრო, რომ მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდოდ თრომბი, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეტყობა ცუდად იგრძნო თავი, წამომჯდარი ყოფილა და უცებ გარდაიცვალა. სახლში იყო ამ დროს მისი მეუღლე და დედა. ძალიან დიდი ტკივილია. გუშინ საღამოს, 11-ის ნახევარზე ველაპარაკე.
ძალიან გახარებული იყო, მითხრა, კვლევა დაიდო 48 პროცენტი და პლუს გაყალბება წალენჯიხაშიო. გახარებულმა დამირეკა ნახე კვლევის შედგებიო? ბუნებრივია განიცდიდა ამ ამბებს, რომ არ განიცადო ადამიანმა სულელი უნდა იყოს.
გია იყო უჯანმრთელეს ადამიანი. სახლში იყო მეუღლე და დედა და უცებ გარდაიცვალა. ძალიან დასანანია, მას არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ერთადერთი, რაც მას აწუხებდა ეს იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და იბრძოდა ამ მთლიანობის აღსადგენად.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლიდან იგი წალენჯიხის მერი გახდა.
ambebi.ge
You may also like
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა