ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდეა” – საყურადღებო სიახლე მძღოლებისთვის
გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებაშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ინსპექტირების დეპარტამენტს დაევალება, რომელიც თავის მხრივ, შედგება დასავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირების, აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირებისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების სამმართველოებისგან.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევების შემთხვევაში კი, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა და ა.შ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 5000 ლარამდე.
ამასთან, საგზაო ინსპექტირების შედეგად ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სათანადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ბრძანება 2025 წლის 4 იანვრიდან ამოქმედდება.
You may also like
- ინფორმაცია დადასტურდა – რა ბედი ელის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- (ვიდეო) მანქანამ, რომელიც ადგილობრივების თქმით 180 კმ/სთ-ით მოძრაობდა თბილისში 12 ავტომობილი და სკუტერი დალეწა – მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე!
- ეკა ამირეჯიბის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა