„ხელფასები 1 000-დან 2 000 ლარამდე…“ – დედაქალაქის მერია 400-მდე ვაკანსიას აცხადებს
დედაქალაქის მერია 400-მდე ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციითვე, საუბარია შპს „თბილსერვის ჯგუფში“ არსებულ ვაკანსიებზე.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ვაკანსიები. არის როგორც დასუფთავების, ისე სანიაღვრე და გარე განათების ქსელის მიმართულებით.
საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის, მათ შორის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია.
რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, ხელფასები 1000-დან 2000 ლარამდე მერყეობს. „თბილსერვისში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიის ოფისებს. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით, 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – აღნიშნა კალაძემ.
You may also like
- ამინდი იცვლება – ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით
- „ყვავილების ბილიკმა უძირო სამარემდე მიგვიყვანა …” – რა სიტყვებით გამოემშვიდობა მეუღლე შორენა ონიანს დაკრძალვის შემდეგ
- 4 ნიშანი რომელსაც დეკემბერში ყველა ოცნება აუსრულდება და ფინანსურად გამდიდრდება
- ცნობილია ვანგას დალუქული წინასწარმეტყველება გახსენს – რა ელის სამყაროს უახლოეს პერიოდში
- რომელი ზოდიაქოს ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად – 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი