21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა – რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ ამ დღეს
21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა. კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული) ტაძრების დღესასწაული.
ქრისტიანები ყოველდღე ევედრებიან მთავარანგელოზებს. ორშაბათს მიქაელს მიმართავენ, ის არის ყოველთა მოწინააღმდეგე ძალთა მძლეველი, იგი გვეწევა ყოველ ბოროტ ცოდვათაგან ხსნაში. სამშაბათს მთავარანგელოზ გაბრიელს ევედრებიან. იგი უმეტესად ღვთის ნებას გვამცნობს. ოთხშაბათს რაფაელს აღვუვლენთ ლოცვას. იგი ადამიანთ სნეულებათაგან იფარავს და გვიჩვენებს გზას მათგან გასათავისუფლებლად. ხუთშაბათობით მთავარანგელოზ ურიელს შევავედრებთ. იგი აძლიერებს ლოცვის სურვილს. პარასკევს – მთავარ ანგელოზ სელაფიელს ვევედრებით გაგვიწიოს მეოხება ღვთისადმი. შაბათს მთავარანგელოზ იეგუდიელს მივმართავთ, რომელიც მოგზაურთა და გაჭირვებულთა შემწეა. კვირაობით ვარაქიელს მივმართავთ, რომელიც გვეწევა ღვთის წყალობათა მიღებაში, იგი იცავს ადამიანთა ხორციელ და სულიერ სიწმინდეებს.
ამ დღეს წასაკითხი ლოცვა:
ტროპარი: ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქვენნი, და განსლვასა ამის სულისა ჩემისასა მიხსენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.
ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
სხვა ტროპარი: რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდებისმეტყუელებასა მეუფისა შესწირავ, მიქაელ, დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მთავარანაგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარნო.
You may also like
- „ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო…“ – თამაზა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს …
- რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- “შვილი გარდაეცვალა ემიგრანტ დედას…“ – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე?
- „ძმაკაცი მოუკლეს… მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო…“ – რას ამბობდა თამაზა ძმაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა
- „რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა…“ – მაკა ხიზანიშვილი