„დაჭრილი მამაკაცი ძირს წევს და შველას ითხოვს, გარშემო მყოფი ხალხი კი უბრალოდ უყურებს…“- ვინ არის მოკლული და რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ (ვიდეო)
მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ.
“ამბების” ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. 40 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. მოკლული მამაკაცი 1988 წელს დაბადებული რასიმ გუბანოვია.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას თქმით, დაჭრილისთვის დახმარება ხალხს დროულად რომ გაეწია, ის შეიძლება გადარჩენილიყო. სავარაუდოდ დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.
“სასტიკი მკვლელობის კადრები ვნახე… კარგად ჩანს, როგორ ესხმის მოძალადე მას თავს და შემდეგ როგორი წევს დაჭრილ მამაკაცი ძირს, ჯერ ცოცხალია და შველას ითხოვს, გარშემო მყოფი ხალხი უბრალოდ უყურებს შორიდან და რამდენიმემ გაიარა იქვე.
კადრებში ჩანს, რომ არავინ მიდის მის საშველად, მისი გადარჩენა სრულად შესაძლებელი იყო. ადამიანები რატომ გახდნენ ასეთი უსინდისოები არ ვიცი. როგორც შევიტყვე, გარდაცვლილს რასიმი ქვია, ადგილობრივია, დამნაშავე დაკავებულია, სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია”, – თქვა სამირა ბაირამოვამ.
ნახეთ კადრები, რომელიც მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა:
ambebi.ge
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება