17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ, ეს დღე ძალიან აქტიურად გაატაროთ – სპორტით დაკავდით ან სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. სრული უფლება გაქვთ, ცოტა ხნით მუშაობის შესახებ დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ. ძველი იდეის განხორციელებამ შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მოგიტანოთ და კარიერულ ზრდაში დაგეხმაროთ. ეცადეთ, ყველა შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ.
კურო
ამ დღეს ახლობელ ადამიანებს შორის ურთიერთობა ნდობის აღდგენას და პრობლემების მოგვარებას დაეხმარება. საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც ნათელ ემოციებს და სასარგებლო გამოცდილებას გპირდებათ. გამორიცხული არ არის განწყობის მკვეთრი ცვლილება. ეცადეთ, კონფლიქტი ყურადღების სხვა საკითხზე გადატანით აიცილოთ.
ტყუპები
ამ დღეს აქტიური და მოტივირებული ხართ და ნებისმიერ რთულ დავალებას ადვილად გაუმკლავდებით. ფინანსურ ოპერაციებში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას. გამორიცხული არ არის მცირე დანაკარგი ან ქურდობა. შესაძლოა, მოგებიანი საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ შედეგს საკმაოდ დიდხანს უნდა ელოდოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიცია გაიუმჯობესოთ. ბიზნესში მოსალოდნელია მცირე შეფერხება, რომელსაც ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით სწრაფად გაუმკლავდებით. ძველი, გადაუჭრელი პრობლემები დამშვიდების საშუალებას არ გაძლევთ. გირჩევთ, მათთან საბრძოლველად მოქმედების ახალი ტაქტიკა შეიმუშაოთ.
ლომი
ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. საყვარელ ადამიანებთან ერთად საოჯახო საქმეების კეთება და მხიარულება თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს – გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით.
ქალწული
მშვენიერი დღეა სანაცნობო წრის გაფართოებისა და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობისთვის. გაუთვალისწინებელი შემთხვევა თქვენი გეგმის სისუსტეებს გამოავლენს. მაღაზიებში სიარული დადებით ემოციებს მოგიტანთ – შესაძლოა, ის იყიდოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. გირჩევთ, საუბარში დელიკატურ თემებს არ შეეხოთ. კრიტიკით პრობლემას ვერ მოაგვარებთ და ადამიანის შეიძლება დაკარგოთ.
სასწორი
კარგი დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, სახლში მეტი დრო გაატაროთ და საყვარელი აქტივობებით დაკავდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ კამათში, უაზრო დისკუსიაში ან კონფლიქტში ჩაგითრიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსიამოვნო ვითარებაში უბრალოდ განზე გადგეთ. ამ დღეს ინტელექტუალური აქტივობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.
მორიელი
ამ დღეს საშუალება გექნებათ, მომხდარს სხვა მხრიდან შეხედოთ, შეხედულებები და პრიორიტეტები შეიცვალოთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ემოციურობამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. გირჩევთ, მოჩვენებით დაეთანხმოთ, ვიდრე დებატებში შეხვიდეთ და ქანცის გაწყვეტამდე იკამათოთ. უსიამოვნებებთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
დროებით დაივიწყეთ სამსახური, საქმეები და ეს დღე საკუთარ თავს დაუთმეთ. შეიძლება რაღაცის გამოსწორების შანსი მოგეცეთ. რა თქმა უნდა, საკუთარი შეცდომების აღიარება ადვილი არ არის, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ცდება. ხელსაყრელი დროა ქველმოქმედებისა და გაჭირვებულთა დასახმარებლად. ამით თქვენი თვითშეფასება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თხის რქა
ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაგეგმოთ, რადგან გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა და მოულოდნელი სირთულეები იდეების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. შეცდომის აღიარებით მნიშვნელოვან ტვირთს მოიცილებთ, სანაცვლოდ კი ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. გაატარეთ საღამო მარტოობაში და ბოლო დღეების მოვლენები გააანალიზეთ.
მერწყული
როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს, შეთავაზებას დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ამიტომ პასუხის გაცემამდე თქვენი გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგი კარგად აწონ-დაწონეთ. წარსულმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. ეცადეთ, წარსულზე ნაკლები იფიქროთ და ილაპარაკოთ.
თევზები
ამ დღეს უწყინარმა შენიშვნამაც კი შეიძლება კონფლიქტი და დაპირისპირება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ. გაზრდილი ემოციური ფონი სიტუაციის სწორად შეფასებაში ხელს შეგიშლით, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება