გამაოგნებელი შემთხვევა: 18 წლის გოგომ 19 წლის მეზობელი გოგონა დანით დაჭრა – “ეზოში დამიბარა, უცებ დავინახე, დანა გაამზადა…“
რუსთავში, ყოფით ნიადაგზე გოგონებს შორის დაწყებული კამათი დაჭრით დასრულდა. როგორც “ინფო რუსთავისთვის” გახდა ცნობილი, ჭყონდიდელის დასახლებაში, 18 წლის გოგონამ მის მეზობლად მცხოვრები 19 წლის გოგო ცივი იარაღით დაჭრა. თანატოლმა მას ჭრილობა სახის არეში მიაყენა.
“ვმეცადინეობდი და ხმაური გავიგე მათი სახლიდან. ვიცოდი, რომ პატრონი ანუ ამ გოგონას და არ იყო სახლში და როცა მიდიოდა, მთხოვა, ყურადღება მიაქციე სახლს, თუ რამე შეამჩნიე, დამირეკე და მითხარიო. მივწერე, რა ხდება-მეთქი და 10 წუთის შემდეგ ჩამოდის ეს გოგონა პრეტენზიებით, შენ ვინ ხარ, რომ ჩემს დას წერ სახლში ხმაურიაო. ასე დაიწყო ყველაფერი.
მესენჯერში გაგრძელდა მერე სიტყვიერი კამათი, შემდეგ კი ეზოში დამიბარა. სადღაც საათნახევარი ვსაუბრობდით თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგ პროცესში მეუბნება, ეხლა გარდაბნიდან მოვა ჩემი დაქალი და ძვლებს დაგილეწავსო. მეთქი კარგი, არ მაქვს პრობლემა.
ავედი სახლში, მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა. გავიდა ერთი 20 წუთი და მწერს, მოდის ჩემი მეგობარი და გამოდიო. სახლის უკან მოხდა ეს ყველაფერი. გავედი, 5 წუთში ეზოში შემოდის თეთრი მანქანა, გადმოვიდა 2 ბიჭი და 1 გოგო. ჯერ ჩემს დას ელაპარაკა ხელებით, შემდეგ მე მომკიდა ხელზე ხელი და დავიწყეთ ჩხუბი. 2-3 წუთი გაგრძელდა ეს ყველაფერი და უცებ დავინახე, რომ ჩემი მეზობელი გოგონა უკან დაიწია, დანა გაამზადა და სახეში დამარტყა”, – აცხადებს დაშავებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
რუსთავის პოლიციამ 19 წლის გოგო ცხელ კვალზე დააკავა.
ინფო რუსთავი
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება