„მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო, დაკარგა საშვილოსნო” – რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში და როგორია 28 წლის გოგოს მდგომარეობა?
28 წლის შორენა ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ქალს, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. ახლა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დედა ტრაპიზონის კლინიკაში იმყოფება.
რა მოხდა მშობიარობის დროს და რატომ დამძიმდა ქალის მდგომარეობა, ამის შესახებ შორენას ბიძაშვილმა, მისმა მოგვარემ და მოსახელემ შორენა ონიანმა ისაუბრა.
„შორენა ჩემი ბიძაშვილია, კლასელი, ერთად გავიზარდეთ, ჩემი შვილის ნათლიაა. ორსულობა ნორმალურად მიდიოდა, ყველა პარამეტრი ნორმაში იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაინც იყო ნაადრევი მშობიარობის რისკი. ეს შორენასთვის პირველი მშობიარობა იყო, თავს უფრთხილდებოდა, ცდილობდა, რომ მოსვენებით ყოფილიყო. ამ კვირაში ჰქონდა საკეისრო კვეთა, მაგრამ ვერ მოასწრო. ზესტაფონში ცხოვრობდა, წყლები იქ დაღვარა, მალევე წამოვიდა ქუთაისში, მაგრამ ბუნებრივად მშობიარობა მოუწია.
იმშობიარა ქუთაისის მეორე სამშობიაროში, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. თვითონაც ნორმალურად გრძნობდა თავს. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი დაესწრო მშობიარობას, ნორმალურად ჩაიარა, შემდეგ პალატაში გადაიყვანეს, მეგობარიც მასთან ერთად იყო პალატაში. სუსტად გრძნობდა თავს, თავბრუსხვევას. რამდენიმე საათში გულყრის ეპიზოდი ჰქონდა, გონება დაკარგა. ექოსკოპიაზე შეიყვანეს და ფარული სისხლდენა იყო დაწყებული მუცლის ღრუში. მაშინვე საოპერაციოდ შეიყვანეს”, – განაცხადა მან და კითხვაზე: სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში ექიმების ბრალზეა მინიშნება, ვის აბრალებთ? უპასუხა, რომ
„ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, იმდენად ვართ გადართული რომ შორენა გადავარჩინოთ, ეგ საკითხი გვერდზე გვაქვს გადადებული. არ ვიცით, რა მოხდა რეალურად. დაადგინოს რა მოხდა, ვარაუდის დონეზე ვერაფერს ვიტყვი.
ახლა შორენა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მთელი რიგი გართულებები მოჰყვა. დაკარგა საშვილოსნო, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, მთავარია გადარჩეს. ახლა თურქეთში იმყოფება.
დღეს გამთენიისას ტრაპიზონში ჩაიყვანეს, მეუღლე და ძმა ახლავს თან. აქედან რეანიმობილით წაიყვანეს. გზაში რაიმე გართულება არ ყოფილა, ექიმებიც გაჰყვნენ, ღმერთის წყალობით მშვიდობით ჩავიდნენ. იქ ჯერჯერობით პასუხს არ ეუბნებიან. გამოკვლევები ჩაუტარეს და საღამოს იქნება ზუსტი შეფასება რას უნდა ველოდოთ. ახლა შორენა გონზე არ არის.
ტყუპები დღენაკლულად ითვლებიან და ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ. ახლა იაშვილის კლინიკაში არიან. შორენაც ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადმოყვანილი. ტვინის დაზიანება აქვს მიღებული, სჭირდება სერიოზული მკურნალობა. ოჯახს ურჩიეს, რომ უმჯობესი იქნებოდა მკურნალობა თურქეთში გაეგრძელებინა”.
ოჯახს ახლა საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება, რადგან თითოეული ლარი, შორენას სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანია. რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი:#GE11BG0000000014434600
თი ბი სი ბანკი:#GE71TB7024745064300049
წყარო: ambebi.ge
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება