27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს შეგიძლიათ თამამად დაავალოთ რთული ან უსიამოვნო საქმის მოგვარება ადამიანს, რომელსაც ენდობით. სანამ მნიშვნელოვან საქმეს დაიწყებთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინეთ და ყველა წვრილმანზე დაფიქრდით. გარშემო მყოფები მხარს გიჭერენ, ამიტომ დებატებში მონაწილეობა და გამარჯვება არ გიჭირთ. თქვენმა არჩევანმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ნუ ინერვიულებთ, ეს დროებითი სირთულეებია.
კურო
დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით, დაასრულოთ და ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყოთ. იაქტიურეთ, პერსპექტიულ წინადადებებს დაეთანხმეთ და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას გეგმავთ, ყველა საბუთი კარგად გადაამოწმეთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ.
ტყუპები
ამ დღეს ინტუიცია საოცრად გამახვილებული გაქვთ და მხოლოდ სწორ რჩევებს გაძლევთ. ამიტომ საპასუხისმგებლო არჩევანის გაკეთების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მას უნდა უსმინოთ. შესაფერისი დროა შოპინგის ან სილამაზის სალონში ვიზიტისთვის. ეცადეთ იმიჯის შეცვლით განწყობა აიმაღლოთ. ახალი ნაცნობობა და ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ, მთავარია, სწორად და გულწრფელად იმოქმედოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მნიშვნელოვან საქმეში შეცდომები თავიდან აიცილოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შესანიშნავ იდეას მოგაწვდით ან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ყურადღების ცენტრში იტრიალოთ, ახალ ადამიანებს შეხვდეთ და ახალი, საინტერესო ინფორმაცია მოისმინოთ. მალე აკადემიურ სფეროში წარმატების შანსი გაიზრდება და თქვენი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ლომი
სასურველია, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ. სავარაუდოდ, რომელიღაც უსიამოვნო საქმის მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლით და მომხდარს სხვა მხრიდან შეხედავთ. სამსახურში ახალ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ. ნუ დაარღვევთ საყვარელი ადამიანისთვის მიცემულ პირობას, თორემ თავად დაზარალდებით. ვარჯიში სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
დილიდან ინფორმაციის ნაკადში ჩაიძირებით და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის გაკონტროლებას შეეცდებით. გირჩევთ, ადამიანებს სიტყვაზე არ ენდოთ და მხოლოდ ფაქტებს დაეყრდნოთ. თქვენი მხრიდან ცვლილებების განხორციელების მცდელობას შესაძლოა, ოჯახის მხარდაჭერა არ მოჰყვეს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. უპირატესობა მიანიჭეთ საქმიანობას, რომელიც ფინანსურ თუ პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან.
სასწორი
პირად თუ საქმიან ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები. ეცადეთ მნიშვნელოვანი მოვლენები არ გამოგეპაროთ, ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ თქვენს გარშემო. 28 ოქტომბერს შესაძლოა, თავში უჩვეულო, საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომელსაც მალე წარმატებით განახორციელებთ. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ტყუილი ვერ გიშველით. პირიქით, შეიძლება უფრო დაგაზარალოთ.
მორიელი
მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ნუ მისცემთ ადამიანებს თქვენი გამოყენების უფლებას, დაიცავით საკუთარი აზრი და პირადი საზღვრები. ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან ან უფროსებთან დაპირისპირება გამოიწვიოს. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. მოფიქრების დრო ითხოვეთ, რათა მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად გამოთვალოთ, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ რომ არავის დაჰპირდეთ იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას განამტკიცებს. თუ საღამოს სადმე გასვლას გეგმავთ, შესაძლოა მოულოდნელი გარემოების გამო ყველაფერი შეიცვალოს. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება კოლეგებისა და უფროსების არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს.
თხის რქა
ენერგიით და შთაგონებით სავსე ხართ, რაც რთული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად და იმის მოსაშორებლად, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. შეიძლება მოულოდნელად მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც აუცილებლად უნდა განიხილოთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩაჰბარდება.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ, ახლობელი ადამიანებისგან კი არასწორი რჩევა მოისმინოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ შექმნილ პრობლემას დაუყოვნებლივ გაუმკლავდეთ და სამომავლოდ არ შეინახოთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენით მანიპულირებს და თქვენს გამოყენებას ცდილობს.
თევზები
სიახლეებმა, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ, შეიძლება თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში, რომელიც სამსახურში შეიქმნება. საღამოს საყვარელ ადამიანებთან საუბარი მთელი დღის სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
You may also like
- დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო – სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა და ქალი ვერ შეაჩერეს!
- ცნობილია კახეთში მოკლული 2 ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
- წინასწარმეტყველები ამბობენ ადამიანი რა რიცხვშიც იბადება მთელი ცხოვრება ისეთი იქნებაო, შენ რომელ რიცხვში დაიბადე? ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ ნახე პასუხი
- “თვალს ვერავინ ვერ წყვეტს ხალხი შოკშია..” – ნახეთ ვინ არის გოჩა ჩერტკოევის ულამაზესი რძალი (ფოტოები)
- 2 ადამიანს ცეცხლი უცნობმა პირმა გაუხსნა – ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში: ახალი დეტალები კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით