„თურმე თვითონ როგორ უჭირდა, სიკვდილს ებრძოდა და მაინც სხვაზე ფიქრობდა – ბესიკ ბუთურიშვილს ემშვიდობებიან
48 წლის ასაკში ინტელექტკლუბის – „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა.
„3 შვილის მამა, საუკეთესო მოაზროვნე და მოქალაქე უდროოდ დავკარგეთ“ – ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან ბესიკ ბუთურიშვილის მეგობრები და ახლობლები და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ.
ბესიკ ბუთურიშვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მისი მეგობარი, სპორტსმენი, ხელბურთელი ზვიად შათირიშვილი და მის მიერ გაწეულ უანგარო დახმარებაზე წერს:
„ცოტა ხნის წინ საზარელი ამბავი შევიტყვე და ძალიან დავითრგუნე – ბესიკ ბუთურიშვილი გარდაცვლილა, ჩემი ყმაწვილკაცობის მეგობარი, ვისაც ინტელექტუალურ კლუბში – „რა? სად? როდის?“ – დავუახლოვდი. უფრო სწორად, იმ დროიდან, როცა სატელევიზიო გადაცემები არ არსებობდა, მაგრამ კითხვებზე პასუხების მაძიებლები ყოველ კვირით ფილარმონიის ერთ კუთხეში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ვიკრიბებოდით.
მე მაშინ აქტიური სპორტსმენი ვიყავი და სისტემატურად ვერ ვმონაწილეობდი კლუბის ცხოვრებაში, მაგრამ ბესო კი გაჰყვა ბოლომდე და ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო სატელევიზიო გადაცემებით.
უგანათლებულესი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო.
სხვა რა მაგალითი მოგიყვანოთ, ბოლოდროინდელ ჩემთან დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ: კარგა ხანი არ მენახა და თურმე ვერაგ დაავადებას ებრძოდა, რის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. ორი თვის წინ კი, როცა უცხო ქვეყანაში ძალიან გამიჭირდა და სახლში დასაბრუნებლად დახმარება ვითხოვე, ერთ-ერთი პირველი ბესო გამომეხმაურა და სოლიდური თანხით შემეწია. თურმე თვითონ როგორ უჭირდა, სიკვდილს ებრძოდა და მაინც სხვაზე ფიქრობდა!
ასეთ ქცევას საზომი არ აქვს – უფლის ტოლა ქმედებაა და ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, უფალი უთუოდ თავის უბეში ჩაიკრავს ამ ღვთიანმადლიან კაცს!
შენი სულის ჭირიმე, ჩემო ბესო!“, – წერს ზვიად შათირიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ბესიკ ბუთურიშვილი კლუბში „რა? სად? როდის?“ 1995 წლიდან თამაშობდა. ის ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა.
You may also like
- მაია ასათიანი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
- ახლახან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – დეტალები
- VIDEO: „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში, თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები…“ – გარდაცვლილი მშობიარის მეუღლე ახალ კადრებს აქვეყნებს
- საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი