„ქიმიოთერაპიის კურსს ბესოს გულმა ვერ გაუძლო… სამი პატარა შვილი დარჩა” – რამდენი წლის იყო გუშინ გარდაცვლილი „რა? სად? როდის?” კლუბის წევრი ბესიკ ბუთურიშვილი და რას წერს მასზე გიორგი მოსიძე?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინტელექტკლუბის “რა?სად?როდის?” წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბუთურიშვილი კლუბში „რა? სად? როდის?” 1995 წლიდან თამაშობდა. ის ბოლო წლებში ვერაგ დაავადებას ებრძოდა.
ტელეწამყვანი, ტელეშოუს „რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარი ტრაგედიის ბესოს ოჯახს დახმარება ესაჭიროება. ცნობილია, რომ ბუთურიშვილს სამი შვილი დარჩა.
„საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 48 წლის ასაკში გარდაიცვალა კლუბის ერთ-ერთი უძლიერესი და ტიტულოსანი მოთამაშე, ტელე-კლუბის 2009 წლის „ბროლის ბუს” მფლობელი, საქართველოს 4-გზის ჩემპიონი (2002, 2003, 2011, 2015), 2000-იანი წლების საქართველოს ძლევამოსილი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე – ბესიკ ბუთურიშვილი.
ბოლო წელიწად ნახევარი ბესო ძალზე მძიმე დიაგნოზს – მწვავე ლეიკოზს ებრძოდა. სტამბოლში გაიარა ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურები და რემისიის პერიოდიც ჰქონდა. დეკემბრის დასაწყისში გადანერგვის კიდევ ერთი პროცედურა ჰქონდა დანიშნული და მომზადების პროცესში ქიმიოთერაპიის განმეორებით კურსს ბესოს გულმა ვერ გაუძლო…
ინტელექტ-კლუბმაც და მთელმა ქვეყანამაც დაკარგა განათლებული, ერუდირებული, კეთილი და საღად მოაზროვნე ადამიანი, ერთგული მეგობარი და ძალზე ძლიერი მოთამაშე. ბესო ყველას ძალიან დაგვაკლდება…
ბესიკ ბუთურიშვილის პანაშვიდები: პარასკევს და შაბათს (15-16 ნოემბერი), 17:00-დან.დაკრძალვა: კვირას, 17 ნოემბერს, 14:00-ზე.მისამართი: სარიტუალო დარბაზი, უნივერსიტეტის ქ. #6 (საბურთალოს სასაფლაოსთან). პანაშვიდებიც და გამოსვენებაც ამ მისამართზე იქნება!
ბესოს დარჩა სამი მცირეწლოვანი შვილი: 11, 8 და 3 წლის. დახმარების თანხა (ვისაც რამდენი შეუძლია) ჯობს ჩარიცხოთ ჩემს ანგარიშზე (რათა თავიდან ავიცილოთ კლუბის ანგარიშზე თანხის გატარება და დაბეგვრა) ან მომაწოდოთ ქეშით ბიზნეს-ლიგის ან სუპერლიგის ტურებზე და ყველას სახელით გადავცემ ოჯახს:
GE40TB0692645061622337
GE38BG0000000135571400
დანიშნულება: ბესოს ოჯახის დახმარება”.
You may also like
- „ენი მამარდაშვილი“ – გიორგი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს
- VIDEO: გია სურამელაშვილმა შვილი პირველად გამოაჩინა თურმე ვინ ყოფილა და როგორ გამოიყურება მომღერლის ვაჟი
- “პირი დაჯარიმდება 100 ლარით თუ…” – რა განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ეს უნდა იცოდეთ
- ვიდეო: დაუჯერებელი კადრები ნიუ-იორკიდან – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი – დეტალები
- ზოდიაქოს 4 ნიშანს უახლოეს დღეებში პრობლემები შეექმნება