“ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში,შვილი რომ გარდამეცვალა, ლევანი ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა…”- რას იხსენებს ნიკა წულუკიძე ლევან კბილაშვილზე
“ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო…”- ასე იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილს გადაცემა “იმედის დღეში”.
„ლევან კბილაშვილი, ახალგაზრდა მომღერალი, საოცარი გულიდან ამოსული სიმღერით გვეფინებოდა ყველას. ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე. მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა.
ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო… ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა. რა უნდა ვუთხრათ ახლა მის ახლობლებს, მშობლებს, ოჯახს – დაგვრჩა სიმღერები, რომლებსაც ათასობით ადამიანი უსმენს და განიცდის იმას, რომ უფრო მეტი სიყვარული და სითბო ვერ გაუნაწილა ლევანს და ამის საშუალება არც შემდგომ იქნება. დიდი გულის ბიჭი იყო” – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.
You may also like
- “არასდროს შემრცხვება ჩემთვის მშობლიური ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რომელიმე სატელევიზიო პროდუქტის” – ნოე სულაბერიძე მიმართვას ავრცელებს
- 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- მოსალოდნელია შტორმი, თოვლი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება – გაფრთხილება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- “გექნებათ შესაძლებლობა, განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ…” – ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის … რას გვირჩევენ ვარსკვლავები