„გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები თქვენი დედებისთვის?“ – რა წერენ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც გუშინ თბილისში ნაქირავებ ბინაში დატრიალდა?
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გოგონა წინა დღით არიან გარდაცვლილები. მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
„გარდაცვლილები ლაშა მინდელი და ელენე ძინძიბაძე არიან. 26 წლის ელენე ქმარს გაშორებული იყო და თბილისში მუშაობდა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ლაშა კი დედისერთა იყო.
ახლა ვერავინ იტყვის თუ რა მიზეზით დატრიალდა ეს ტრაგედია. იმედია, გამოძიების შემდეგ ყველაფერს მოეფინება ნათელი.
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილები დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინეთ…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები თქვენი დედებისთვის?“ – წერს შოთო სიხარულიძე.
You may also like
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- “გექნებათ შესაძლებლობა, განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ…” – ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის … რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება