რა გახდა 2 სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი – ვრცელდება მეგობრების ვერსიები
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 23 წლის ლაშა მინდელი და 21 წლის ელენე ძინძიბაძე არიან.არსებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები.
მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.
ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირებაა, სოციალურ ქსელში კი მეგობრები სხვა ვერსიასაც განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ ტრაგედიის მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია ყოფილიყო.
ლაშას ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, თუმცა ახლა რამდენიმე წელია, რაც ლაშა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის თბილისში მუშაობდა და ეს ბინაც, სადაც ცხედრები იპოვეს მას ჰქონდა ნაქირავები. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გვიან ღამით ლაშა მინდელის ცხედარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში გადაასვენეს, სადაც მისი დედა ცხოვრობს.
როგორც ოჯახის ახლობელი “ამბები.ჯი”-სთან საუბარში ამბობს, ლაშა დედისერთა იყო.
“ძალიან მძიმე ამბავია. მთელი სოფელი დასტირის ლაშას და ვიწვით მისი დედის საცოდაობით. ერთადერთი შვილი ჰყავდა დედას, ლაშა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. მუშაობდა თბილისში და ნაქირავებში ცხოვრობდა. რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, არ ვიცით. დედამ მარტო გაზარდა, ქუთაისში ცხოვრობდნენ, მერე როგორც ვიცი, იქ ბინა გაყიდეს, გეგუთში ჰქონდათ სოფელი და აქ გადმოვიდა დედამისი საცხოვრებლად.
ვერავინ უბედავდა დედას, რომ ეს საშინელი ამბავი ეთქვა მისთვის. ჯერ უთხრეს ლაშა დაჭრესო, მერე კი გაიგო, რა უბედურებაც სჭირდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა აღარ არის, დედის იმედი. დღეს მოასვენეს. ლაშა წლებია წლებია, თბილისშია, დედამისიც გარკვეული პერიოდი თბილისში მუშაობდა, მაგრამ მერე სოფელში ჩამოვიდა.
ლაშაც ჩამოდიოდა ხანდახან, მაგრამ ძირითადად მუშაობდა და დრო არ ჰქონდა. მაგის მეტი არავინ გააჩნდა დედამისს, ისე მეცოდება გული მეწვის მისი საცოდაობით. არც მშობლები ჰყავს ცოცხალი, არც ძმა, ამ ერთადერთი შვილის იმედად იყო და ეს ტრაგედიაც დატრიალდა, მიზეზი არ ვიცით რა იყო. გოგო ვინ იყო, არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, როგორც ამბობენ, მეგობარი იყო. ლაშა დაოჯახებული არ ყოფილა. გაგვანადგურა ყველა ამ ამბავმა” – ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.
რაც შეეხება ელენეს, თბილისში ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა.
You may also like
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- “გექნებათ შესაძლებლობა, განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ…” – ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის … რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება