„ჩემო პატარა, არ მჯერა, რომ შენ ღიმილიან სახეს ვეღარ ვნახავ…“ – ახალი დეტალები ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ ამბავზე იხილეთ ვრცლად კომენტარში
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, დაღუპულები არიან 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე.
ახალგაზრდების ცხედრები პოლიციამ ნაქირავებ ბინაში მას შემდეგ იპოვა, რაც ლაშა მეგობრის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
გარდაცვლილებს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
„ჩვენო თბილო და კეთილო ბიჭო, გული გაგვიგლიჯე… ყველას ძალიან დაგვაკლდები…“.
„როგორ დამწყვიტე გული ელე…
ჩემო პატარა, არ მჯერა, რომ შენ ღიმილიან სახეს ვეღარ ვნახავ ყოველ დილას…“, – წერენ კომენტარებში.
You may also like
- “არასდროს შემრცხვება ჩემთვის მშობლიური ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რომელიმე სატელევიზიო პროდუქტის” – ნოე სულაბერიძე მიმართვას ავრცელებს
- 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- მოსალოდნელია შტორმი, თოვლი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება – გაფრთხილება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- “გექნებათ შესაძლებლობა, განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ…” – ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის … რას გვირჩევენ ვარსკვლავები