„სასიამოვნო შეხვედრების და გაცნობის თვე გაქვთ…“ – ნოემბრის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სტუმრად გადაცემაში „შენი დილა“ იმყოფებოდა, სადაც ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზზე ისაუბრა.
როგორც სოფია ბზეკალავამ აღნიშნა, ნოემბერი არის კარმული სიყვარულის თვე, რადგან პლანეტები გადადიან ზოდიაქოს ორ ნიშანში, თხის რქასა და მერწყულში. მისივე თქმით, ურთიერთობები ფინალიზაციით დასრულდება.
ვერძი
მნიშვნელოვანი თვეა თქვენთვის. საშუალება გექნებათ გააცნობიეროთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი შეცდომები. შესაძლოა დაბრუნდეთ წარსულ ურთიერთობებში. არ არის გამორიცხული გამოჩნდეს ახალი ადამიანები და ურთიერთობებიც. ხართ ბევრად ძლიერი და გამოცდილი.
კურო
ბევრი საკითხი გაივლის ფასეულობათა სისტემას. შეიძლება იყო სერიოზული დაპირისპირებები პარტნიორთან. თქვენი პრეტენზიების შემთხვევაში გმართებთ დაკვირვება. უნდა მოიხსნათ არასრულფასოვნების კომპლექსი. აუცილებელია თვალი გაუსწოროთ საკუთარ თავს. გექნებათ შანსი დაიწყოთ ურთიერთობა, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ტყუპები
სრული ტრანსფორმაციაა ურთიერთობის კუთხით. თითქოს გაცნობიერებული ხართ და იხვეწებით ურთიერთობებში. იწყება ახალი და დიდი ციკლი, რომლებიც აგებულია, სიყვარულზე პატივისცემასა და ნდობაზე. ზოგიერთის შემთხვევაში იქნება საბოლოო ჩამოშლა ტოქსიკურ ურთიერთობებში.
კირჩხიბი
თქვენთვის ეს პერიოდი არის ურთიერთობებში ბავშვური ქმედებისგან გათავისუფლება. უნდა გაითავისოთ, რომ ზრდასრული ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ წაუყენოთ პრეტენზია პარტნიორს. საბოლოოდ დააფასებთ და გაათვითცნობიერებთ, რომ თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვანი ადამიანია.
ლომი
ეს თვე მოიტანს ურთიერთობის სახელის დარქმევას. უმკურნალეთ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს. თვალი გაუსწორეთ სინამდვილეს და ბასრ კუთხეებს თავი არ აარიდოთ. შესაძლოა გქონდეთ აუცილებლობა პარტნიორის დახმარების. მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა.
ქალწული
მნიშვნელოვანი თვე გაქვთ. ბევრ ადამიანს ექნება გააცნობიეროს ურთიერთობების აუცილებლობის აზრი. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საბოლოოდ დასრულებაც ან პირიქით აიღოთ პასუხისმგებლობა და მიხვდეთ რომ აღარ გეშინიათ.
სასწორი
ბევრი პერიპეტიები გაივლის ოჯახურ ურთიერთობებზე. შესაძლოა ოჯახი და პირადი იყოს ერთმანეთთან უშუალო კავშირში. ოჯახური კონფლიქტები არ უნდა გადაიტანოთ პირად ცხოვრებაში და ემოციებისგან თავის შეკავება უნდა ისწავლოთ. თქვენს ცხოვრებაში გააქტიურდება ურთიერთობა, რომელიც მეგობრობით დაიწყეთ. ამ თვეში შესაძლოა ბოლომდე მკვეთრად გამოხატული არ იყოს, თუმცა სამომავლოდ დიდი პერსპექტივა გაქვთ.
მორიელი
ურთიერთობის საკითხი მატერიალურთან გაქვთ მიბმული. შესაძლებელია მიხვდეთ, რომ კონკრეტული რესურსი აღარ უნდა დახარჯოთ ურთიერთობებზე. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოხდება ეგოს სწორი ფორმირება. შესაძლებელია აღარ მოითმინოთ და ალაპარაკდეთ.
მშვილდოსანი
მოგიწევთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და არჩევანის გაკეთება, გაურკვეველი ურთიერთობები შესაძლოა დასრულდეს. ეს საკითხი დადგება მწვავედ და მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ რეალობას. ზოგიერთი ურთიერთობა შესაძლოა ჰარმონიულ გრძნობებს გთავაზობთ, უნდა გააცნობიეროთ რომ სიყვარული ტანჯვა არ არის.
თხის რქა
ურთიერთობები გაივლის თქვენზე. უნდა გააცნობიეროთ რამდენად გიყვართ საკუთარი თავი ჯანსაღად და არა ეგოისტურად. სასიყვარულო პერიპეტიები გადის ფასეულობათა სისტემაზე. თქვენც მოგიწევთ გამოხვიდეთ ბავშვის პოზიციიდან და ჩაიხედეთ სარკეში, გაასწორეთ მინუსები თქვენს თავში.
მერწყული
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობები, რომლებიც განვითარდება სამსახურებრივი კუთხით. შესაძლოა იყოს რომანი სამსახურში ან პირიქით სამუშაომ გაამწვავოს ურთიერთობები. ნუ გგონიათ რომ დრო არ გაქვთ და ყურადღება უნდა მოადუნოთ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
თევზები
ემეგობრეთ თქვენს პარტნიორს. დიდი და გრანდიოზული პერიოდი იწყება ურთიერთობის დალაგების კუთხით, შესაძლოა ეს ეხებოდეს ქორწინებას. შემოვა ისეთი ადამიანი რომელიც არის ასაკით უფროსი ან იერარქიით დიდი. სასიამოვნო შეხვედრების და გაცნობის თვე გაქვთ.
You may also like
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- “გექნებათ შესაძლებლობა, განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ…” – ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის … რას გვირჩევენ ვარსკვლავები
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება